18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხავიერ სოლანა 77 წლისაა. ის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის პოსტს 1995 წლიდან 1999 წლამდე იკავებდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხავიერ სოლანა ორშაბათს დაესწრო ღონისძიებას, რომელზეც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არანჩა გონზალეს ლაიაც იმყოფებოდა.

 

დღის ამბები