19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ღია კაფეებსა და ბარებს თბილისის მერია 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებამ პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროს. შექმნილი ვითარების გამო დედაქალაქის მერი ახალი ინიციატივით გამოვიდა. თბილისში მეწარმეების ნაწილი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. გადაწყვეტილება შეეხებათ მათ, ვისაც ღია კაფე-ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან სივრცეები იჯარით აქვთ აღებული:

"ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეებისა და ბარების მოსაწყობად მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები, ანუ მიწები, გავათავისუფლოთ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან, მთელი წლის განმავლობაში რაც უნდა გადაეხადათ ამ თანხისგან იქნებიან გათავისუფლებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები