13 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის დიაგნოსტიკის საშუალება არაა - საქართველოს ხელისუფლება დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს. ამირან გამყრელიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსის დიაგნოსტიკის საშუალება არ ასებობს:

"იქ სამწუხაროდ არ აქვთ საშუალება დიაგნოსტიკის, რომც იყოს შესაძლო შემთხვევა, ამიტომ ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ მზად ვართ მივეხმაროთ  დიაგნოსტიკაში და თუ საჭირო გახდა ავადმყოფის გადმოყვანა და მკურნალობაშიც,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები