19 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
დავით ჭიჭინაძე მთავრობას სამი თვის განმავლობაში საპროცენტო ვალდებულების განულებას მოუწოდებს

დავით ჭიჭინაძე მთავრობის მხრიდან სამი თვის განმავლობაში საპროცენტო ვალდებულების განულებას მოითხოვს. ის კომერციული ბანკების ინიციატივას საკრედიტო ვალდებულების მქონე პირებისთვის სესხის შეჩერებაზე უარყოფითად აფასებს. პოლიტიკურ გაერთიანება "ტრიბუნას" ლიდერი ეკონომიკური სტაბილურობისთვის ბიზნესს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.

"მოვუწოდებ სახელმწიფოს, რომ ეს იყო არა ბანკების კეთილი ნება, არამედ მათ შეძლონ ამ საქმეში ჩარევა და ის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკულად პარალიზებულია ეკონომიკა - გამოცხადდეს ფორსმაჟორად და ადამიანებს პროცენტების გადახდის პროცესი შეუჩერდეთ და ჩამოეწეროთ" - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ. 

დღის ამბები