13 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
პროდუქტების მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არაა - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანაში პროდუქტების მარაგი ყოველდღიურად ივსება და დეფიციტი ამ მხრივ ქვეყანას არ ემუქრება. აღნიშნული განცხადება ნათია თურნავამ ერთ-ერთ ჰიპერ-მარკეტში გააკეთა, სადაც მედიასთან ერთად იმყოფებოდა.

"მარაგი ყოველდღიურად ახლდება, მომარაგების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის, ჩვენ შევზღუდეთ მგზავრების შემოსვლა ქვეყანაში, მაგრამ რაც შეეხება სასაქონლო მარაგების და ტვირთების შემოსვლას ყველანაირად ხელს ვუწყობთ და ამაზე მთლიანად რეგიონის ქვეყნები ვართ თანხმობაში და კოორდინაციაში. ჩვენი ეკონომიკა ბევრ სხვა ეკონომიკისგან განსხვავებით ძალიან მდგრადი სახით ეგებება ამ პრობლემას. აქედან გამომდინარე თუკი ჩვენ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, არ ავყვებით ნეგატიურ განწყობებს, ხედავთ რომ მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პრობლემა იყოს მართული და არ გამძაფრდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ჯანსაღი და მდგრადი ეკონომიკური ფონის წყალობით და საფუძველზე ლარის კურსის დინამიკაც დასტაბილურდება," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები