13 მაისი 2024,   06:38
ვრცლად
ავიაკომპანია Wizz Air პოლონეთის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პოლონელმა ტურისტებმა დღეს ქვეყანა დროზე ადრე დატოვეს. შეიძლება ითქვას, რომ მათ პოლონეთში გაფრენა მოასწრეს.

ავიაკომპანია Wizz Air პოლონეთის მიმართულებით ხვალიდან ფრენებს აჩერებს. გადაწყვეტილება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, განცხადების საფუძველზე მიიღეს, პოლონეთი საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში არ შეუშვებენ, ხოლო პოლონეთის მოქალაქეებს, კარანტინში დაუყოვნებლივ გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მოსახლეობა ტურისტებს დაუპირისპირდა.

ადგილობრივების უკმაყოფილება მათ კორპუსში პოლონელი ტურისტების დაბინავებამ გამოიწვია. საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით,  ხმაურის მიზეზად კორონავირუსის საფრთხე დასახელდა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ კი, ტურისტებმა ქვეყანა დატოვეს. 

დღის ამბები