19 მაისი 2024,   16:18
ვრცლად
საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი, თუ საქართველოში დაიწყება პანიკა და ისინი უფრო დაცულ ქვეყნებში გადასვლას შეეცდებიან - მედოევი

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს კორონავირუსთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარონ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე,წ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დმიტრი მედოევი გამოეხმაურა. მედოევი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პიარის კეთებაში ადანაშაულებს, ისეთ სერიოზულ თემაზე, როგორიც კორონავირუსია.

"უცნაურია ასეთი განცხადებების მოსმენა. საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანობის ბოლო ნარჩენებიც დაკარგა, ისეთ თემებზეც კი როგორიც კორონავირუსია, ცდილობენ პოლიტიკური პიარი გაიკეთონ, იმის ნაცვლად, რომ თავისი მოქალაქეების განკურნებით აქტიურად დაკავდნენ,"- განაცხადა მედოევმა "სპუტნიკთან"

მედოევის თქმით, ე.წ სამხრეთ ოსეთს ყველა ზომა აქვს მიღებული იმისთვის, რომ ტერიტორიაზე  ინფექციის შეღწევა არ მოხდეს:

"სამხრეთ ოსეთში მიღებულია ყველა ზომა იმისთვის, რომ გამორიცხული იქნეს საქართველოდან ინფექციის შემოღწევა.  საზღვარი საიმედოდაა დაკეტილი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დაიწყება პანიკა და ამ ქვეყნის მოქალაქეების ბრბო  უფრო დაცულ ქვეყნებში გადასვლას შეეცდება, ჩვენ კატეგორიულად ვერ დავუშვებთ, რომ ეს ბრბო ჩრდილოეთით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს," - აღნიშნა მედოევმა.

დღის ამბები