19 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
საფრანგეთი ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება საფრანგეთის პრემიერის მიერ გამოცემულ შეზღუდვებს:

-ღამის 12 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.

-არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.

-მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.

-სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.

-ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში.

-სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15

საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს:

-(+33)783318689, (+33)659988869

დღის ამბები