13 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ფიზიკური პირებისთვის 18 საათიდან ჩაიკეტება

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ფიზიკური პირების მიმოსვლა შეიზღუდება, სასაზღვრო პუნქტი დღეს 18 საათიდან ჩაიკეტება. სატვირთო გადაზიდვები ჩვეულებრივ რეჟიმში ხორციელდება.

პარალელურად, სრული დატვირთვით მუშაობს ვალეს და კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები.

გადაწყვეტილების მიზეზი ახალი ვირუსის საფრთე და საერთაშორისო რეკომენდაციებია.  

"საქართველოს მთავრობა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პრევენიციას და ამ რისკების მაქსიმალურ შერბილებას ქვეყანაში,"-აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები