12 მაისი 2024,   19:39
ვრცლად
საქართველო არ დგას ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, თუმცა ეკონომიკას კორონავირუსის გავლენა დაეტყობა - გიორგი ისაკაძე

"საქართველო არ დგას ჰუმანიტარული კრიზისის რისკის ქვეშ" - ასეთია ექსპერტების ნაწილის პოზიცია, რომლებიც აცხადებენ, რომ პანიკა უსაფუძვლოა. არ არის საჭირო არც პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების მომარაგება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ჰუმანიტარულზე მეტად ქვეყანას ეკონომიკური კრიზისი ემუქრება.

მათი შეფასებით, თუ საკარანტინო რეჟიმი დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, ეს იქნება მსოფლიო პრობლემა, რომელიც საქართველოზეც აისახება.

საგამომცემლო სახლის "Forbes Georgia" მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ "კოვიდ 19"-ის გავლენა, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება.

"საქართველო არ დგას ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე, თუმცა საქართველო არის მძიმე ვითარების წინაშე, რომ არ დადგეს ეკონომიკური კრიზისის წინაშე. საქართველოს დასჭირდება შიდა და საგარეო რესურსებით გადაზღვევა. ეკონომიკას დაეტყობა კორონავირუსის გავლენა,"- განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის თქმით, ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ნამდვილად არსებობს.

"ზოგადად კრიზისის საფრთხე არსებობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები