21 მაისი 2024,   08:15
ვრცლად
"ზიარების წესი არ შეიცვლება. ვაგრძელებთ ერთი ბარძიმიდან, ერთი კოვზით ზიარებას" - მეუფე გერასიმე

ზიარების წესი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ შეიცვლება - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ტრადიციული წესი არ შეიცვლება და თუ ვინმეს, ვისაც კორონავირუსის სიმპტომი აქვს, ზიარება სურს, ეკლესია მზადაა ასეთი ადამიანები სახლში აზიაროს.

"ეს წესი არის მრავალსაუკუნოვანი და ვაგრძელებთ ერთი ბარძიმიდან, ერთი კოვზით ზიარებას. ეკლესია არასოდეს შეცვლის წესს, რაც წმინდა მამების მიერაა დადგენილი.

ვირუსის მატარებლებმა თავი უნდა შეიკავონ სიარულისგან და ასეთ პირებს გვერდში დავუდგებით. თუ საჭიროა ვაზიარებთდავლოცავთ და გვერდში დავუდგებით. თუ ასეთ ადამიანებს სურთ ზიარება, ნებისმიერი სასულიერო პირი აზიარებს სახლში და გამოვხატავთ თანადგომას," - აღნიშნა მეუფემ.

მანამდე მან მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ ეკლესიას მსგავსი განსაცდელის ჟამს მხოლოდ ლოცვა შეუძლია.

"არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ბარძიმიდან ეზიარება და იგი დაინფიცირდეს ან პირიქით. მოგეხსენებათ, ამ წმინდა ბარძიმს ღებულობს მღვდელი და დიაკონიც, მაშინ ჩვენ უნდა დავინფიცირდეთ პირველ რიგში და პირიქით, ჩვენ ამ დროს ვივსებით სულიერი სიხარულით და აღვსებული ვართ დიდი კავშირით, რასაც ღმერთთან კავშირი ჰქვია. ასეთ გამონაკლისს არასოდეს დაუშვებს ეკლესია," - აღნიშნა ქადაგებისას მეუფემ.

მან მრევლს სიფრთხილისკენ, ჰიგიენის დაცვისა და ლოცვისკენ მოუწოდა და ექიმებს მადლობა გადაუხადა. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ზიარების მიღების შემდეგ სიტკბოება მრევლმა ერთჯერადი ჭიქებით მიიღო.

დღის ამბები