ქალი, რომელსაც აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში 12 მარტს, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა. ის ერთ-ერთია ბოლო სამი შემთხვევიდან, რომელიც საქართველოში გუშინ გამოვლინდა.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ადასტურებენ. მათი განმარტებით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან, ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია.
ყურადღება გამახვილდა აჭარაში თვითიზოლაციის დარღვევის შემთხვევებზეც. მთავრობის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.