18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში რეკორდულად გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 368-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. დადასტურდა ვირუსის ახალი 3 600-მდე ფაქტი.

საერთო ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 24 ათასზე მეტი შემთხვევა და გარდაცვალების 1,809 ფაქტი ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2 300-ზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა,  2 ათასამდე ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქვეყანა მე-7 დღეა კარანტინშია. ქუჩაში გასვლა მხოლოდ სამედიცინო და გადაუდებელი საჭიროების მიზნითაა ნებადართული.

დღის ამბები