18 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ინფიცირების 167 ათასი შემთხვევა და 78 ათასამდე გამოჯანმრთელებული პაციენტი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. ბოლო 24 საათში, ვირუსის თავდაპირველ ეპიცენტრში, გარდაცვალების 14 და ინფიცირების 16 ფაქტი დაფიქსირდა. ჩინეთისგან განსხვავებით, COVID-19-ის შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი ირანში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 724-ს აღწევს, ინფიცირების შემთხვევები კი 14 ათასამდეა გაზრდილი.

სომხეთში ვირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი განმეორებითი ტესტის ჩატარებას გეგმავს. 290-ს აჭარბებს დაღუპულთა რაოდენობა ესპანეთში. 127 გარდაცვლილია საფრანგეთში.

ფატალური შემთხვევები მატულობს გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკის 29 შტატში დაიხურა სკოლები, ბარები და რესტორნები. 2 კვირიანი კარანტინი გამოაცხადა ლიბანმა. საგანგებო მდგომარეობაა სლოვაკეთსა და სერბეთში. გერმანია სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს საფრანგეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, დანიასა და ლუქსემბურგთან.

მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირების 167 ათასი შემთხვევიდან 78 ათასამდე პაციენტია გამოჯანმრთელებული.

დღის ამბები