19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობებს განიხილავენ

რა ცვლილებებს შეიტანს COVID 19-ის გავრცელების საფრთხე საპარლამენტო მუშაობაში?! - დეპუტატები ბიუროს სხდომაზე დღეს ნაწილობრივ დისტანციურ მმართველობაზე გადასვლის შესაძლებლობებს განიხილავენ.

დიდი ალბათობით, ახალი ვირუსის საპრევენციო ქმედებების გამო, ცვლილებები შევა სახალხო განხილვების განრიგშიც. 

"პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს. მათ შორის გახლავთ პარლამენტის წევრები მიერ ინიცირებული კანონპროექტი რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით. 

ასევე, პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული არის რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება დისკრეცია, მისი გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი, რომ პარლამენტის საქმიანობა დისტანციურად წარიმართოს," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა. 

ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების ნაწილის შეუსრულებლობის გამო ბიუროს სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობს ოპოზიცია.

"ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით გარანტირებულად იქნება თუ არა შესრულებული ყველა ის მუხლი, რაც ამ შეთანხმებით იქნა მიღწეული. პირველია, საკონსტიტუციო ცვლილება და ამ შემთხვევაში პრეტენზიები არ გვაქვს. ხოლო მეორეა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გამოშვება. ამ მიმართულებით ველოდებით პირველ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან. ამის შემდეგ ჩავერთვებით საკონსტიტუციო პროცესში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე.

 

დღის ამბები