რუსთავში, ბარათაშვილის ქუჩაზე გვიან ღამით ხანძარი იყო. ცეცხლი "საქართველოს ბანკის" ფილიალში გაჩნდა. სავარაუდოდ, ხანძარი სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, რომელიც თავდაპირველად ნაგვის ყუთს მოედო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ხანძარი დროულად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა.