19 მაისი 2024,   12:33
ვრცლად
ნინო ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს - სერგი კაპანაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ. იქამდე კი, დღეს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაადგენს რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას ამ პოსტზე წარდგენილი ნინო ქადაგიძის კანდიდატურა.

ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები ქადაგიძე კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

"დღეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ნინო ქადაგიძის მხარდაჭერა მოხდება, რაც არის კლანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის დანიშვნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ძალიან მარტივად შეეძლო ყველას ენახა ამ ქალბატონის გასაუბრება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან აშკარად აჩვენა თუ როგორ აყენებს ხელისუფლების ინტერესს საზოგადოების ინტერესზე წინ და როგორ მონაწილეობდა აქტიურად არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის კამპანიაში, ზოგადად ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა ხუშტურს, რაც ხელისუფლებას გააჩნია, ბოლომდე მიიყვანს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

"არ დავუჭერ მხარს ნინო ქადაგიძის კანდიდატურას, ზოგადად იმ სახით და იმ ფორმით არჩეულ უზენაეს სასამართლოს მე მე მხარს არ დავუჭერ," - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ნინო ქადაგიძეს მისგან მხარდაჭერა ექნება.

დღის ამბები