ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს მინდელის შახტის ადმინისტრაცია არ შეხვდა, რის შემდეგაც მათ მერიასთან გადაინაცვლეს. მეშახტეები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. გაფიცულებს ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე შეხვდა. მერის განცხადებით, კარგად იცნობს მეშახტეების პრობლემას და ხელისუფლება ჩართულია პროცესებში. როგორც თემურ ჩუბინიძემ განმარტა, ისინი შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და აქვთ ინფორმაცია, რომ მხარეები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებული არიან, რამდენიმე საკითხზე მუშაობენ. მეშახტეების თქმით, კომპანიამ შახტში სამი დღე მუშაობა შეაჩერა, რის გამოც აქციაც ჩერდება და თუ ამ პერიოდში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია განახლდება.
კომპანის ადმინისტრაციამ დღეს კომენტარი არ გააკეთა.