13 მაისი 2024,   06:50
ვრცლად
"ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს

კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, "ევროპული საქართველო" მთავრობას ინიციატივით მიმართავს, სავალდებულო საპენსიო შენატანები 8 თვით შეჩერდეს. ასევე, "ევროპულ საქართველოს" უკვე აქვს წარმოდგენილი, კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა, რისი მიხედვით, უნდა მოხდეს: 1) 2020 წელსვე საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება 2) ქონების გადასახადის განახევრება, და 3) ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება.

"ჩვენი შეთავაზება არის მარტივი: რომ ამ შემდეგი 8 თვის განმავლობაში, ნოემბრამდე, ამ პერიოდში მაინც შეაჩერონ ეს პროგრამა, ამის შედეგად, ფული დარჩება დასაქმებულს, დამსაქმებელს და სახელმწიფოც დაზოგავს ბიუჯეტის ფულს, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული სხვა რაღაცებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ წინადადებას მაინც სერიოზულად განიხილავენ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები