18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
საპატრიარქო გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის სხვა სახით შეღავათის მიცემას ემხრობა

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებით, ეკლესია მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის როგორც შეწყალებას, ისე მისთვის "სხვა სახით შეღავათის მიცემას" ემხრობა.

"გავრცელებული ინფორმაციით, ა.წ. 17 მარტს უნდა შედგეს სასამართლო პროცესი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინების საფუძველზე, კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა პრეზიდენტს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ "მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით."

ეკლესიის პოზიცია უცვლელია და ამჟამადაც, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა მისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადებაზე, ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ ვემხრობით როგორც მისი შეწყალების საკითხს, ასევე სხვა სახით შეღავათის მიცემასაც, მიუხედავად იმისა, რამდენად შეესაბამება რეალობას სასჯელის გადავადების მოტივი,"- ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები