18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში საგანგებო თათბირი გაიმართა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში სამედიცინო პერსონალის საგანგებო თათბირი შედგა. 

ვიდეოკონფერენციის საშუალებით, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა სხვადასხვა ქვედანაყოფის, მათ შორის ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფ სამხედრო ექიმებს, ასევე გორსა და ქუთაისში მდებარე სამხედრო დაწესებულებების ხელმძღვანელებს კორონავირუსის გავრცელების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა და დეტალური ანგარიში წარადგინა.

თავდაცვის ძალებში შესაბამისი ღონისძიებები უწყებათაშორისი საბჭოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების ფარგლებში ხორციელდება. 

დღის ამბები