28 მაისი 2020,   02:04
ვრცლად
კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა  

კორონავირუსით ესპანეთში 21 წლის ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანცისკო გარსია გარდაიცვალა.  

ესპანეთის ერთ-ერთი ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელს საავადმყოფოში სუნთქვის უკმარისობისა და პნევმონიის ფონზე კორონავირუსი დაუდგინდა.

21 წლის ფეხბურთელი ლეიკემიით იყო ავად, რამაც ახალი კორონავირუსის ფონზე, მისი მდგომარეობა დაამძიმა და ფატალური შედეგი გამოიწვია.  

ახალგაზრდა ფეხბურთელისა და მწვრთნელის გარდაცვალების შესახებ საფეხბურთო კლუბი "ატლეტიკო პორტადა ალტა" წერს.

დღის ამბები