კორონავირუსის პანდემიამ ირანში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. "თეირან თაიმსის" ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო საფეხბურთო და ფუტსალის მწვრთნელი აჰმად ტაჰერი გარდაიცვალა. მას 4 თვის წინ სიმსივნე დაუდგინეს და შესაბამისი ოპერაცია გაუკეთდა. შედეგად, ტაჰირის იმუნური სისტემა ახალ ვირუსს ვერ გაუმკლავდა.
COVID-19 დაუდგინდა რიო დე ჟანეიროს "ფლამენგოს" მთავარ მწვრთნელს ჟორჟე ჟეზუსს. ინსტაგრამის საშუალებით მან ვიდეო გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ტესტის პასუხი დადებითი იყო და ამ დროისთვის მედიკოსებთან ერთად განმეორებითი ტესტის მოლოდინშია.