18 მაისი 2024,   16:30
ვრცლად
კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები სოციალურ ქსელებში აქტიურობენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სეზონი შეწყდა, NBA-ს ვარსკვლავებს თავისუფალი დრო იზოლაციაში, საკუთარ სახლში გაჰყავთ.

მილუოკი ბაქსის კალათბურთელმა იანის ანტეტე-კუომპომ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გიტარაზე დაკვრას ცდილობს.

მონაკოს საფეხბურთო კლუბის ესპანელი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასიც თვითიზოლაციაშია, ფეხბურთელი ვარჯიშს სახლში აგრძელებს, ფაბრეგასმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ტექნიკის დემონსტრირებას ტუალეტის ქაღალდით ახდენს.

კორონავირუსის გამო, გაჩერებულია ინგლისის პრემიერ ლიგაც, ლივერპულის ნახევარმცველი
ოქსლეიდ ჩემბერლენი კი დროს კარანტინშიც საინტერესოდ ატარებს. ფეხბურთელის მეგობარმა, მომღერალმა პერი ედვარდსმა თავის ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ცეკვით ერთობა.

ვიდეორგოლს აქვს მინაწერი: "თვითიზოლაცია მხიარული შეიძლება იყოს".

დღის ამბები