04 დეკემბერი 2024,   22:52
ვრცლად
მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო

მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე მოეწყო.

როგორც "რუსთვი2-ს" მესტიის მერმა კახა ჟოჟროლიანმა უთხრა, მესტიასა და მულახში ორი საკარანტინო ზონა სათანადოდაა აღჭურვილი.

"მზად არის ორივე ობიექტი. ახლა იქ არავინაა და ჯერჯერობით, არც შემოუყვანიათ ვინმე. თუ იქნა საჭიროება, მზად ვართ,"-აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

საკარანტინო სივრცეები მესტიის ლეო ფილფანის სახელობის კინოსა და თეატრის ცენტრისა და მულახის ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტული ცენტრის ბაზაზე მოეწყო. ორივეში  გამოყოფილია 16 ნომერი.

დღის ამბები