22 დეკემბერი 2024,   15:21
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

82 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს. მისი არჩევის შემდეგ პარლამენტში საქართველოს ჰიმნიც შესრულდა.

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 10 წლის ვადით დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო ქადაგიძე დაასახელა. ქადაგიძეს ნდობა საბჭოს 12-მა წევრმა გამოუცხადა და მისი კანდიდატურა განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები