18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფთაგან საბერძნეთიდან დაბრუნებული ორი პირი საკარანტინო სივრცეში გადავა.

ასევე, ერთი პირი, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, უკვე განთავსებულია წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის არც ერთ იზოლირებულ პირს "კოვიდ-19" ვირუსის შესაბამისი სიმპტომები არ აღენიშნებათ.  

"ჯერჯერობით არც ერთს არ სჭირდება ანალიზების აღება, რადგან კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ, ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რომელიც უფრო რისკის ჯგუფია, იმათ ვაგზავნით საკარანტინოში. დანარჩენებს ვაკვირდებით 14 დღის განმავლობაში. თუ მანამდე რამე კლინიკური გამოვლინება იქნა, ავუღებთ ნაცხს და ვირუსის დადგენის შემთხვევაში, გადავიყვანთ ჰოსპიტალში," - განაცხადა "კურიერთან" საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები