18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" პოლიტიკური თოქშოუ ბრუნდება - "ღამის კურიერის" კითხვებს გიორგი გახარია უპასუხებს

დღეიდან "რუსთავი 2-ზე" პოლიტიკური თოქშოუ  "ღამის კურიერი" ბრუნდება.

გადაცემა  ყოველ სამშაბათს, საღამოს, კვირის მნიშვნელოვან თემებს და ბევრ საინტერესო სტუმარს წარმოგიდგენთ.

საღამოს 10 საათზე, დავით კაკულიას სტუდიის სტუმარი პრემიერ- მინისტრი გიორგი გახარია იქნება და  ყველა აქტუალურ კითხვას "რუსთავი 2-ის"პირდაპირ ეთერში უპასუხებს.

დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა COVID- 19 -ია. რამდენად მომზადებული ხვდება ქვეყანა ამ რთულ გამოწვევას - ამ და სხვა პოლიტიკურ გამოწვევებზე გიორგი გახარიას პასუხებს საზოგადოება  "ღამის კურიერში" მოისმენს. 

დღის ამბები