22 დეკემბერი 2024,   20:49
ვრცლად
ჩვენი მიზანი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაა - ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს ახალად არჩეული თავმჯდომარის განცხადებით, დღეს სასამართლოს რეპუტაცია შელახულია და  მისი მთავარი პრიორიტეტი ადამიანის უფლებებზე ორიენტურებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა იქნება.

"ვადასტურებ რომ გარკვეული პრობლემა რეპუტაციის მხრივ სასამართლოს აქვს და ჩვენი პირველი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ავამაღლოთ საზოგადოებაში სასამართლოს ნდობა. 

ჩემთვის პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ადამიანის უფლებებზე ორიენტურებული მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების შექმნა.

მოსმართლეები ვერაფერს დავპირდებით საზოგადოებას პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, თუმცა ჩემი ძალიან დიდი სურვილი არის შევქმნათ მართლმსაჯულება, რომელიც საზოგადოების ნდობას დაიბრუნებს. ეს იქნება ალბათ ჩემი თანამდებობაზე მოღვაწეობის ყველაზე პრიორიტეტული მიზანი,"-განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული თავმჯდომარე სასამართლოში ე.წ კლანების არსებობას კატეგორიულად უარყოფს. 

"გამოვრიცხავ რაიმე კლანის არსებობას სასამართლოში. თუმცა, ჩვენ იურისტებს ფაქტებით გვიყვარს საუბარი და როცა ოპოზიცია საუბრობს ამაზე, ვთხოვ შესაბამისი არგუმენტები ამის თაობაზე დადონ. იმ შემთხვევაში თუ რაიმე არგუმენტი იქნება დადებული, რომელიც ვინმესთნ დამაკავშირებს, მაშინ უფრო დეტალურად და დაწვრილებით გაგცემთ პასუხებს.

ჩემი ძირითადი მიზანი იყო დავიცვა ნებისმიერი ჩემი კოლეგა ნებისმიერი გავლენისგან, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ზემოქმედება. ნებისმიერი ზეწოლის ფაქტი, თუ ასეთი იქნება, გაჟღერდება და საზოგადობისთვის ცნობილი გახდება,"-განაცხადა ნინო ქადაგიძემ. 

ნინო ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დღეს, პარლამენტმა ერთხმად, 82 ხმით აირჩია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ქადაგიძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 11 მარტს წარუდგინა.

დღის ამბები