18 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
"კატეგორიულად მოვითხოვთ, ნუ შეინარჩუნებენ ეპიდემიის პოტენციურ კერებს ბაზრობების სახით" - აქცია "თერგის ბაზრობაზე"

აქცია "თერგის ბაზრობაზე" -  ადგილზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი იმყოფებოდნენ, მათ გარემოვაჭრეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეები მუშაობის შეჩერებასა და ორკვირიანი კარანტინის გამოცხადებას მოითხოვდნენ, შესაბამისი საშეღავათო პირობებით.

"კატეგორიულად მოვითხოვთ, ნუ შეინარჩუნებენ ეპიდემიის პოტენციურ კერებს ბაზრობების სახით. ოღონდ ეს არ მოხდეს მოვაჭრეების შიმშილის ხარჯზე. ორი კვირის ვადით გამოცხადდეს კარანტინი, ამ ადამიანებს მიეცეთ საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადასახადი იმ ვაჭრობის, რომელსაც არ აწარმოებენ, არ გადაიხადონ. ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციას და მფლობელებს, თუ მათაც გააჩნიათ გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოსთან მათაც ეს ვალდებულებები ორი კვირის განმავლობაში გაუუქმდეთ," - აღნიშნა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დღის ამბები