27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ესპანეთში დარჩენილი მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ

უკვე რამდენიმე დღეა ესპანეთში მყოფი ქართველები სამშობლოში დაბრუნებას უშედეგოდ მოითხოვენ. ასეულობით მოქალაქე მთავრობას სპეცრეისის დანიშვნას სთხოვს. მათი თქმით, ისინი არაერთხელ დაუკავშირდნენ საელჩოს, თუმცა მათ მხოლოდ ალტერნატიული ბილეთების ყიდვა შესთავაზეს. როგორც ესპანეთში მყოფი ქართველები ამბობენ, მათი რეისი კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, რამდენჯერმე გაუქმდა და დღეიდან ბილეთების შეძენა საერთოდ შეუძლებელია.

ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ითხოვს, რომ დაინიშნოს სპეციალური რეისი, ადეკვატური ფასის ბილეთებით, რომელიც მათ სამშობლოში დააბრუნებს:

"ჩვენ გვინდა რომ ერთი რეისი დაგვინიშნონ, ბილეთები იყოს ნორმალურ ფასებში და დავბრუნდეთ საქართველოში. რამდენი ბილეთიც ვიყიდეთ ყველა გაუქმდა," - აცხადებს ვალერი გზირიშვილი.

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ესპანეთში იმყოფება, აცხადებს რომ უკვე მე-5 დღეა დაბრუნების გზებს ეძებენ, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა:

"ვართ ჩაკეტილები და აქ გამოკეტვას გვირჩევნია, რომ ისევ საქართველოში ვიყოთ იზოლაციაში და მშვიდად და წყნარად ვიყოთ. არ შემოუთავაზებია არავის,  უკვე მე-5 დღეა ვრეკავთ და ვცდილობთ გავაღწიოთ აქედან," - აცხადებს ნიკოლოზ გულორდავა.

დღის ამბები