23 დეკემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ტრანსპორტის, საჯარო სკოლებისა და ბაღების დეზინფექცია - ზუგდიდის მერი ქალაქში მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებსა და ცვლილებებს განმარტავს 

ზუგდიდში კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვები და მიმდინარე სამუშაოები საზოგადოებას ქალაქის მერმა გააცნო. გიორგი შენგელიას თქმით, სკოლებს და ბაღებს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა.

ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალური ხსნარით მუშავდება ავტობუსებიც. სოციალურად დაუცველებს კი უფასო სასადილოებიდან საკვების წაღება თავად შეეძლებათ. 

"ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციას ვახდენთ ყოველდღიურად. დეზინფექცია ჩვენს მუნიციპალიტეტში ჩაუტარდა ყველა საჯარო სკოლას, ყველა საბავშვო ბაღს. დაიწყება მრავალბინიანი კორპუსების დეზინფექცია. სოციალურ სასადილოში შევცვალეთ მომსახურების პირობები, სამარშუტო ტაქსების გადაადგილება შეიზღუდება. იზოლაციაში იმყოფება 20 მოქალაქე, 28 ადამიანი იმყოფებოდა იზოლაციაში და 8 მათგანს გაუვიდა იზოლაციის ვადა," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ. 

დღის ამბები