27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
"ევროპული საქართველო" 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს დაეხმარება

"ევროპული საქართველო" ახალი ინიციატივით გამოდის. პარტიის აქტივისტები საქართველოს შვიდ ქალაქში- თბილისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, ზუგდიდსა და რუსთავში, თვითიზოლაციის წესების დაცვაში იმ მოქალაქეებს დაეხმარებიან, ვინც ასაკოვანი და მარტოხელაა.

აქტივისტები მათ ყოველკვირეულად მიუტანენ საკვებსა და სადეზინფექციო საშუალებებს.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ "ევროპული საქართველო" 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს დაეხმარება.

"დავეხმარებით 70 წელს გადაცილებულ მოხუცებს და ასეთ ოჯახებში მივიტანთ პირველადი მოხმარების ნივთებს და საკვებს. ამას ჩვენ საკუთარი სახსრებით გავაკეთებთ ერთადერთი რაც დაგვრჩა ეს არის ინიციატივის შეთანხმება დაავადებათა კონტროლის ცენტრთან,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი აბესაძე თბილისის მერს სთხოვს იმ ადამიანების სიას, რომელთაც დახმარება ესაჭიროება, მისი თქმით ევროპული საქართველო მზად არის ასეთ დროს გვერდში დაუდგეს მოსახლეობას.

"გვაქვს ოჯახების ჩამონათვალი, ვისთვისაც დახმარება მნიშვნელოვანია. თუმცა თბილისის მერს ვთხოვთ მოგვაწოდონ იმ მოხუცების სია, რომელთა დახმარებაც ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,"- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები