19 მაისი 2024,   10:18
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებას არ აპირებს - აფგან მუხთარლის მეუღლე

თბილისიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თავისუფალია. ჟურნალისტის ოჯახის წევრებმა არ იციან როგორ მოხდა მისი გათავისუფლება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მუხთარლი პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც ჟურნალისტი გერმანიაში გაემგზავრა.

აფგან მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მუხთარლი გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს ბრძოლას, რათა გამოძიება, კონკრეტული შედეგი გამოიღოს.

ლეილა მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება მუხთარლის საქმის გამოძიებას არ აპირებს.

"მისი გატაცების დღიდან მე ვცდილობდი მაქსიმალურად ხშირად მესაუბრა მის გატაცებასთან დაკავშირებით.  დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაში ჩამოსვლის შემდეგ, ის თავადაც გააგრძელებს ბრძოლას, რათა გამოძიებამ კონკრეტული შედეგი დადოს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმის გამოძიებას არ აპირებს, მათ რომ ამის სურვილი ჰქონდათ, საქმეზე ღია და გამჭვირვალე გამოძიებას აქამდეც აწარმოებდნენ. თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლება იმიზეზებდა, რომ თითქოს აფგანს ვერ კითხავდნენ, რადგან ის აზერბაიჯანში ციხეში იყო, ახლა მის გათავისუფლებას მოიმიზეზებენ, რატომაც თითქოს აღარაა საჭირო გამოძიების გაგრძელება," - განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ "კურიერთან" საუბრისას.

"კურიერი" ასევე ესაუბრა აფგან მუხთარლის ქართველ ადვოკატს არჩილ ჩოფიკაშვილს, რომლის შეფასებითაც, მოსალოდნელია მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მალე მიიღოს, შესაბამისად, შესაძლოა აზერბაიჯანულმა მხარემ შეამსუბუქა ის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება მიღებული. 

"მცირე დროში შესაძლებელია უკვე სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ჩემი ვარაუდია, რომ ან მოსახდელი სასჯელისაგან გაათავისუფლეს, ან იმის გათვალისწინებით, რომ უკვე მოსალოდნელია ევროსასამართლომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება დაიწყოს. აზერბაიჯანმა უფრო შეამსუბუქა ის გადაწყვეტილება, რაც მის წინააღმდეგ ევროსასამართლოში იქნება მიღებული," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტმა და აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ე

ვროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და მას დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს.

დღის ამბები