19 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან საქართველოში დავაბრუნოთ - ირაკლი ჩიქოვანი

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო უწყებათაშორისო საბჭოსა და პრემიერის შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან დასრულდა. შეხვედრის შემდეგ, პირველი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. 

პრესსპიკერის განცხადებით, ისინი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად მუშაობენ.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ არიან და აქვთ სურვილი დაბრუნდნენ საქართველოში, ხელი შევუწყოთ.

მოქმედებს რამდენიმე კომერციული რეისი, რომელიც სრულდება საქართველოს დროშის ქვეშ მყოფი ავიაკომპანიების მხრიდან. ასევე, საქართველოს დიპლომატიური სამსახური და საკონსულო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ განსაზღვრონ კონცენტრაციის ადგილები, რომლებიც ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს აერთიანებს. ამის გათვალისწინებით, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ საიდან განხორციელდება სპეციალური რეისები. 

უახლოეს პერიოდში იწყება მორიგი შეხვედრა, რომელიც აერთიანებს სამართალდამცავი და მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყებების საკოორდინაციო ჯგუფს," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები