19 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს 7 მოქალაქეს კომპენსაცია ჩაურიცხა

კრემლმა კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი. ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ საია-ს დაცვის ქვეშ მყოფ 7 პირს ჩაურიცხა კომპენსაცია.

ერთ მომჩივანთან მიმართებით ორგანიზაცია განაგრძობს კომუნიკაციას რუსულ მხარესთან. კომპენსაციის ოდენობა თითოეულ მომჩივანთან ინდივიდუალურად განისაზღვრა. ინდივიდუალური საქმეების გარდა, რუსეთს კომპენსაციის გადახდა სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებშიც დაეკისრა.

ევროპული სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. ეს თანხა რუსეთს ამ დრომდე არ გადაუხდია.

დღის ამბები