19 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალი კვირიდან ქვეყანაში ე.წ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევებს ელოდება. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური გათვლებით, რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების ტემპი მოიმატებს, დაფიქსირდება შიდა გავრცელების შემთხვევები, თუმცა როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია ყველა კონტაქტი და ყველა კლასტერი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები.

"ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება,"- ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები