19 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იმ შემთხვევაში, თუ მათ განმეორებითი ტესტების შემთხვევაში ვირუსზე უარყოფითი პასუხი ექნებათ პაციენტები კლინიკას დატოვებენ.

თავს კარგად გრძნობს ის 30 მოქალაქეც, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში, კარანტინში იმყოფება.

იმერეთში საკარანტინო სივრცეებში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა უკვე 400- მდე გაიზარდა.

დღის ამბები