24 ნოემბერი 2024,   10:11
ვრცლად
შიდა ქართლში საჯარო სამსახურების უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადადის

შიდა ქართლში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა სახელმწიფო რწმუნებულმა. დახურვის რეკომენდაცია მიეცა კვების ობიექტებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა როგორც ქალაქში, ასევე საქალაქთაშორისო რეისებზე შეიზღუდება. მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სამსახურების უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

"შემცირდა როგორც თვითონ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, ასევე შემცირდა სიხშირე მათი რეისების შესრულების და ასევე შემცირდა მიმართულებები. საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც იგივე ვრცელდება, მცირდება რაოდენობა ტრანსპორტის. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოგზაურობის და გადაადგილების დრო არ არის," - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

დღის ამბები