18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ხედვა წარადგინა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს

ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ხედვა წარადგინა. პატრნიორობის გრძელვადიანი მიზნები წევრ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიისა და ეკონომიკის გაძლიერებას, ასევე კანონის უზენაესობის, უსაფრთხოების, კლიმატის საკითხების მხარდაჭერასა და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას მოიცავს.

ევროკომისარის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ ბოლო ათ წელიწადში სარგებელი მოუტანა როგორც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ბელარუსისა და უკრაინის მოსახლეობას, ისე მთელს ევროკავშირს.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ხედვა ივნისში დაგეგმილ სამიტზე უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები