19 მაისი 2024,   15:56
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს და დაავადებასთან ბრძოლის ახალ მიდგომებს სთავაზობს. მარიამ ჯაშის განცხადებით, შემთხვევების გამოვლენა ფართომასშტაბიანი აგრესიული ტესტირებით უნდა დაიწყოს.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, როცა დაინფიცირებულების რიცხვის შესაძლო მატებაა მოსალოდნელი, ჯანდაცვის სექტორი უნდა გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართულობით.

მარიამ ჯაშის განცხადებით, სატელეფონო გამოკითხვით, შესაძლებელი იქნება კორონავირუსით სავარაუდო ინფიცირების შემთხვევების უფრო აქტიური გამოვლენა.

"კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები საქართველოში, სავარაუდოდ, გაიზრდება. ჩვენს რეკომენდაციად რჩება მაქსიმალურად ფართო მასშტაბის ე.წ. აგრესიული ტესტირება და საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი, ასევე კერძო სექტორის დაფინანსება.

ჩვენი მეორე რეკომენდაციაა, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავიდეს მოსახლეობაში კორონავირუსის აქტიურ ზედამხედველობაზე," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღის ამბები