18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
8 999 გარდაცვლილი და 221 ათასი დაინფიცირებული - კორონავირუსის მონაცემები მსოფლიო მასშტაბით

8 999 გარდაცვლილი და 221 ათასი დაინფიცირებული - ასეთია მსოფლიო მონაცემები. ვირუსი COVID-19 86 ათასმა ადამიანმა დაამარცხა.

ყველაზე კრიზისული მდგომარეობაა ირანში, გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზიაში ვირუსის მეორე ტალღას ელოდება.

რუსეთში კორონავირუსით დაიღუპული პირველი ადამიანი 79 წლის ქალია, რომელსაც ქრონიკული დაავდებები ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანიდან 6 დღეში გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 147-ს მიაღწია.

ფატალური შემთხვევები გაიზარდა თურქეთშიც, სადაც დღეს კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა. დაინფიცირებულია 191 პირი. აზერბაიჯანში ერთი დაღუპა და 34 დაინფიცირდა.

უკრაინაში დაღუპული 2 პაციენტი და 16 დაიფიცირებული. დაავადებულთა რიცხვი 115 ს- მდე აღწევს მეზობელ სომხეთში. დღეს ქვეყანაში კიდევ 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მძიმე მდგომარება რჩება იტალიაში , დაინფიცირებულთა რაოდენობა 36 ათასს აღწევს, თუმცა დღეს COVID-19-ის ახალი შემთხვევა ქვეყანაში არ დადატურებულა. 

დღეს კრონავირუსის ახალი შემთხვევები არდადატურებულა არც ესპანეთში, სადაც იტალია შემდეგ ყველაზე რთული სურათია. ქყვეყანაში კორონავირუსით 15 ათასამდე პირია დაინფიცირებული, გარდაცვლილი 638 ადამიანია.

ახალი კრონავირუსის შემთხვევები დღეს არც გერმანიაში დადატურებულა. თუმცა ქვეყანაში კორონავირუსთან საბრძოლველად გამკაცრებული ზომებია მიღებული. გერმანიაში კორონავირუსის 12 327-ი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 28 ადამიანი.

რაც შეეხება საფრანგეთს, სადაც ვირუსის 1000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი, იზოლაციის წესის დარღვევისთვის ერთ დღეში ოთხი ათასი ადამიანი დაჯარიმდა. ამ ფაქტებიდან გამომდინარე ქვეყანაში მთვარობა ჯარიმებს ამკაცრებს და თვითიზოლაციის დამრღვევ პირს შესაძლოა 375 ევროს გადახდა დაეკისროს. ჩინეთმა საფრანგეთს კორონავირუსთან საბრძოლველად სამედიცინო დახმრება გაუგზავნა. მათ შორის 1 მილიონი ქირურგიული ნიღაბი და ხელთათამენები.

ისევ მძიმე ვითარებაა ირანში ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 18 000 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 1 200-ს გადააჭარბა.
დღეის მონაცემებით, ქალაქი უხანი, რომელიც ვირუსის გავცელების პირველი წყაროა, დღეს COVID-19-ით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქირებულა.

საერთო ჯამში, ჩინეთში რეკორდულად იკლებს დაინფიცირების შემთხვევები დღეს 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 8 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

ჩინეთში ვირუსის 80 ათასსზე მეტი შემთხვაა დაფიქსირებული და თითქმის ამდენივე რაოდენობის ადამიანმა COVID-19 დაამარცხა.

სამხრეთ კორეაში კი დაინფიცირების 9 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელების 7 ათასამდე ფაქტია დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა აზიაში ვირუსის მეორე ტალღა აგორდეს.

დღის ამბები