18 მაისი 2024,   23:14
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად "აირზენა" სპეცრეისებს შეასრულებს, ხელისუფლება ბილეთის თანადაფინანსებას განახორციელებს

საქართველოს იმ მოქალაქეების ჩამოსაყვანად, რომლებიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში დარჩნენ და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ხელისუფლება სპეციალურ რეისებს დანიშნავს. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. კონკრეტულ თარიღებზე და ქალაქებზე ინფორმაციას თავად კომპანია "აირზენა" და საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს:

"ჩვენ ვტოვებთ ბაზარზე და მხარს ვუჭერთ "აირზენას", რომელიც შეასრულებს გარდა თავისი რეგულარული ფრენებისა ასევე გარკვეული მიმართულებებით კომერციულ ჩარტერებს. იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით,"- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები