18 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
მთავრობა კორონავირუსის სწრაფი ტესტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან აწარმოებს

მთავრობა კორონავირუსის სწრაფი ტესტების შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან აწარმოებს, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია აგრესიული ტესტირება. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან, ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვს საუკეთესო გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან, ისევე როგორც - გამოსავლებთან მიმართებაში. 

ძალიან ბევრი მომწოდებელია დღეს ბაზარზე, მაგრამ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება, რომ არ გვქონდეს გადაცდომა, რისი შედეგიც შეიძლება იყოს სავალალო ჩვენი მოქალაქეებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას აქვს ვალდებულება და სრული პასუხისმგებლობა აღებული ადამიანების მკურნალობაზე, ჩვენ გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი,"-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

დღის ამბები