19 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ხვალ საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმ ღონისძიებიბის შესახებ იმსჯელებენ, რომელიც ქართულმა ეკლესიამ COVID-19-ის წინააღმდეგ უნდა გაატაროს.

მათ შორის საუბარი იქნება ზიარების წესზე და შექმნილ ვითარებაში ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაზე. ამ საკითხებზე საპატრიარქოს ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

"კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00  საათზე  გაიმართება" - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სინოდის წევრების პოზიცია ამ დროისთვის უცნოებია, რადგან მაღალი სასულიერო იერარქიის პირები კამერებთან არ საუბრობენ. 

 

 

დღის ამბები