19 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
გადავადდება თუ არა ოქტომბრის არჩევნები კორონავირუსის გამო - რა განცხადებები კეთდება პარლამენტში

კორონავირუსის გამო შექმნილმა მდგომარეობამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ოქტომბერში ჩასატარებელ არჩევნებზე. ჯერჯერობით უცნობია, გამოაცხადებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნების მსგავსად საგანგებო მდგომარეობას და თუ გამოაცხადებს, რამდენ ხანს გაგრძელდება. უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების ჩატარება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მხოლოდ 60 დღის შემდეგ არის შესაძლებელი. კობახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ტენდენციები გლობალურად და ადგილობრივად.

"როგორც კი სრულდება საგანგებო მდგომარეობა, იქიდან 60 დღეში ტარდება არჩევნები, ესაა კონსტიტუციით გაწერილი, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქამდე არ მივა საქმე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე მავნებლობას უწოდებს არჩევნების გადადების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს

"არჩევნებამდე 6 თვით ადრე განცხადება იმის შესახებ, რომ არჩევნები შეიძლება გადაიდოს, ეს არის მავნებლობა. ეს არის პოლიტიკური, საარჩევნო ნიჰილიზმის დანერგვა ქვეყანაში. არჩევნების გადავადება ნიშნავს არაკანონიერად ძალაუფლების შენარჩუნებას მოქმედი ხელისუფლების მიერ. საგანგებო მდგომარეობას აუცილებლად სჭირდება თანმხლები ეკონომიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მთავრობას დღეს უკვე მზად უნდა ქონდეს,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები