06 მაისი 2024,   18:24
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირებული 80 წლის ქალის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

80 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც ახალი ვირუსი დადასტურებული აქვს, მძიმეა. ის მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურად მძიმეა და მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ უარყოფითი დინამიკა არ აღინიშნება. სულ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 84 პირია მოთავსებული.

"სტაბილურად მძიმე რჩება ქალბატონი, რომელიც არის ასაკით 80 წელს გადაცილებული. იმყოფება ინტენსიურ მეთვალყურეობის ქვეშ, უტარდება სიმპტომური მკურნალობა. ამ ეტაპზე რაიმე უარყოფითი დინამიკა არ არსებობს. დანარჩენი ინფიცირებული ადამიანებს მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიდის," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები