22 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
თელავის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომებით თბილისში ერთი პაციენტი გადმოჰყავთ

თელავის საკარანტინო სივრციდან თბილისში ერთი პირი გადმოჰყავთ, მას ვირუსის სიმპტომები და ძლიერი ხველა აღენიშნება. პაციენტის ჯანმრთელობის საეჭვო მდგომარეობს შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში. პაციენტი რამდენიმე დღის წინ პოლონეთიდან დაბრუნდა. 

არის თუ არა ახალი ვირუსი მისი მდგომარეობის გართულების მიზეზი - ეს მოგვიანებით გაირკვევა. თელავის რაიონის საკარანტინო სივრციდან საეჭვო სიმპტომების გამო, მოქალაქის თბილისში გადაყვანის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. რეგიონის მასშტაბით, სამ საკარანტინო სივრცეში, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტშია განთავსებული - სულ 133 მოქალაქეა იმყოფება.

დღის ამბები