19 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ჰააგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ

იურიდიულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ჰააგის სასამართლოს მოსამართლის კანდიდატს, გოჩა ლორთქიფანიძეს მოუსმენენ. მოგვიანებით, მის საკითხს კანონმდებლები უკვე სესიაზე გადაწყვეტენ.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მისი კანდიდატურა პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძეს ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია, წლების წინ იყო პრემიერის მრჩეველიც.

ბოიკოტის მიუხედავად "ევროპული საქართველო" გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარს უჭერს.

ოპტიმისტურ დამოკიდებულებას არ იზიარებს "ნაციონალური მოძრაობა". ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ იმედი არ აქვს იმისა, რომ ქართული ოცნება ისეთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დაიცავს და არა პარტიულ ინტერესებს. 

დღის ამბები