20 აპრილი 2024,   06:22
ვრცლად
ზესტაფონში მატარებლის ტექნიკურ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა - ინციდენტის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა

ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საუბარია ცალკე მდგომ ტექნიკურ ვაგონზე. ინციდენტს სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მუშაობის შეფერხება არ მოჰყოლია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ერთი ვაგონი სრულად დაიწვა. მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.

დღის ამბები